top of page
Search

NASA-ს კვლევა აფრთხილებს ფერმერებს, სწრაფად მოერგონ კლიმატის ცვლილებას





NASA-ს, კოლუმბიის უნივერსიტეტის, დედამიწის შემსწავლელი ინსტიტუტისა და პოტსდამის კლიმატის ზემოქმედების კვლევის ინსტიტუტის ახალი კვლევის თანახმად, კაცობრიობას დაახლოებით ათი წელი აქვს, სანამ კლიმატის ცვლილება დიდ გავლენას მოახდენს ნათესებზე მსოფლიოს „პურის კალათის რეგიონების“ ბევრ ნაწილში. მკვლევარები ამბობენ, რომ ფერმერებმა უნდა დააჩქარონ კლიმატის ცვლილებებთან ადაპტაციის სიჩქარე, რათა თავიდან აიცილონ მოსავლის უზარმაზარი დანაკარგი.



 

გუნდის თქმით, ეს კვლევა წარმოადგენს კულტურების მოსავლიანობის პროგნოზების უდიდეს კომპლექტს, რაც ნათელს ჰფენს იმას, თუ როგორ იმოქმედებს კლიმატის ცვლილებები, რომლებიც დიდწილად გამოწვეულია ადამიანის საქმიანობით, სოფლის მეურნეობაზე და უახლოეს მომავალში საკვების პოტენციურ დეფიციტზე.




მკვლევარების თქმით, იმ შემთხვევაშიც თუ მინიმალური კლიმატის ცვლილებები მოხდება და ხელს შევუწყობთ გლობალური ტემპერატურის ზრდის შეზღუდვას, ფერმერები მთელს მსოფლიოში მაინც ახალი გამოწვევის წინაშე დგანან, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ზოგიერთ რეგიონში მოსავლიანობის გაზრდა , ზოგში კი პირიქით კლება.



 

ტემპერატურის ზრდა არ არის ერთადერთი პრობლემა, რომელიც განაპირობებს ამ სამომავლო ცვლილებას, კვლევა ასევე მიუთითებს, რომ, მაგალითად, ატმოსფეროში ნახშირორჟანგის გაზრდამ შეიძლება გაზარდოს ხორბლის და სხვა მოსავლის ზრდა, მაგრამ ამავე დროს შეამციროს კულტურების კვებითი ღირებულება. მაგალითად ჩინეთში, შეერთებულ შტატებსა და კანადაში შეიძლება ხორბლის მოსავლიანობა გაიზარდოს, ხოლო ამავე დროს სიმინდის ნათესები ჩრდილოეთ და ცენტრალურ ამერიკაში, ცენტრალურ და აღმოსავლეთ აზიასა და დასავლეთ აფრიკაში შეიძლება შემცირდეს 20 %-ით მეტით.



პროგნოზებმა აჩვენა, რომ ხორბლის მოსავლიანობის ზრდა ჩრდილოეთ კლიმატში შეიძლება არ იყოს საკმარისი სამხრეთ რეგიონებში სიმინდის მოსავლის დანაკარგების ასანაზღაურებლად. მოსავლის წარმოების დიდმა ცვლილებებმა შეიძლება გამოიწვიოს სასურსათო დაუცველობა ზოგიერთ ადგილებში, განსაკუთრებით ღარიბ ქვეყნებში.



ფერმერები აწყდებიან მრავალ საფრთხილო ფაქტს, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს მათ მოსავალზე. მათ შორისაა წვიმის შაბლონების ცვლილება, გვალვის სიხშირისა და სიმძიმის გაზრდა, სიცხის გაუარესება. ყველა ეს კლიმატური ფაქტორი საფრთხეს უქმნის მოსავლიანობის ჯანმრთელობას და შეიძლება გამოიწვიოს უზარმაზარი დანაკარგი მსოფლიოს მთავარ სასოფლო-სამეურნეო რეგიონებში მცხოვრებთათვის.





შედეგად, ფერმერებს შეიძლება დასჭირდეთ კლიმატის ამ ცვლილებებთან ადაპტაცია უფრო სწრაფად, ვიდრე ადრე იყო მოსალოდნელი, მათ შორის დარგვისა და მოსავლის სეზონების კორექტირება, რათა შეესაბამებოდეს ნალექიანობის შაბლონებს და სხვა.



ყველაზე მძიმე დარტყმის გადატანა ღარიბ ქვეყნებს მოუწევთ, ბევრ მათგანს დაემუქრება მოსავლის მნიშვნელოვანი კლება მომავალი ათწლეულების განმავლობაში. კვლევის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ქვეყანა შეიძლება გახდეს უფრო მდიდარი ამ კლიმატის ცვლილებების ფონზე, სხვებმა შეიძლება განიცადონ სერიოზული სასურსათო კრიზისი და ამ სიაში სწორედ ტრაგიკულად ღარიბი ქვეყნები მოხვდნენ.






გამოყენებული წყარო: https://bit.ly/3kAdmTG





750 views0 comments
bottom of page