top of page
Search

VOLVO მალე სულ "გამწვანდება"

Updated: Mar 22, 2021


Volvo 2030 წლისთვის გეგმავს სრულად ელექტრო ავტომობილების წარმოებას.



 

Volvo-ს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ კომპანია მიზნად ისახავს 2025 წლისთვის გლობალური გაყიდვების 50% სრულად ელექტრო ავტომობილები შეადგენდეს, დანარჩენ ნახევარს კი ჰიბრიდული მოდელები.



XC40 Recharge P8 პირველი სრულად ელექტრო მოდელია ვოლვოს ოჯახში. სრულად ელექტრო ავტომობილი მუშაობს plug-in ჰიბრიდის ელემენტით და ელექტრო ძრავითაა აღჭურვილი. ერთი დამუხტვით გადის 400 კმ-ზე მეტ მანძილს და გააჩნია 408 ცხენის ძალა, სწრაფი დამუხტვის სისტემით ბატარეა 40 წუთში იმუხტება თავისი მოცულობის 80%-მდე.



Volvo-ს ელექტრო მოდელები საოპერაციო სისტემას უკაბელო ინტერენეტით განაახლებენ, ეს მიდგომა თავდაპირველად დანერგა ავტო მწარმოებელმა კომპანია Tesla Inc-მა. ეს ნიშნავს, რომ C40– ის დიაპაზონი დროთა განმავლობაში გაფართოვდება პროგრამული განახლებებით.


 

ელექტრო ავტომობილების ბაზარი სწრაფად ვითარდება, Ford Motor Co– მ განაცხადა, რომ მისი ევროპული შემადგენლობა სრულად ელექტრონული იქნება 2030 წლისთვის, ხოლო Tata Motors– ის შვილობილმა კომპანიამ Jaguar Land Rover– მა განაცხადა, რომ მისი მდიდრული Jaguar ბრენდი სრულად ელექტრო იქნება 2025 წლისთვის და ავტომწარმოებელი მთელი რიგის სრულად ელექტრო მოდელების წარმოებას დაიწყებს 2030 წლისათვის. ასევე ძვირადღირებული ავტომობილების მწარმოებელმა Bentley- მ, რომელიც Volkswagen Group-ის მფლობელობაშია, განაცხადა, რომ მისი მოდელები ყველა ელექტრონული იქნება 2030 წლისათვის.



ავტო მწარმოებლების გადართვა ბენზინის ძრავიან მანქნებიდან, ელექტრო მანქანებზე გამოიწვია CO2- ის შემცირების კამპანიამ და ასევე რეგულაციების გართულებამ, რომელიც შიდა წვის ძრავიან ავტომობილებს უკავშირდება.



Წყარო: https://bit.ly/3vJX9iG



115 views0 comments
bottom of page